სოზარ სუბარი: მელიას ჰქონდა შანსი მინიმუმ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და გაუნულა რეიტინგი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას ციხეში შესვლის გზა ასწავლა, თუმცა გამოსვლის გზა არ უსწავლებია.

მისივე თქმით, “ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ნიკა მელიას აღარც გმირობა გამოუვიდა, აღარც ლიდერობა და აღარც პოლიტიკური ხულიგნობა, რითაც ყოველთვის იყო გამორჩეული”.

„ოპოზიცია ზოგადად, ახლა იძულებული იქნება ეძებოს ახალი ლიდერი. ნიკა მელიას ჰქონდა შანსი მინიმუმ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და გაუნულა რეიტინგი, ეს იყო მისი მიზანი.

თუ ზურაბ ადეიშვილის ნათქვამს გავიხსენებთ მიხეილ სააკაშვილზე, ესაა ადამიანი, რომელიც ქორწილში სიძე უნდა იყოს, ხოლო გასვენებაში მიცვალებული, სხვანაირად არ შეუძლია. ამიტომ სააკაშვილი ვერ აიტანდა თავის გვერდით სხვა ლიდერს და ბუნებრივია ის, რაც საწყალ ნიკა მელიას გაუკეთა“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან სუბარის განცხადებით, ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია ციხიდან გამოსვლა.

„მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ტყუილად წელავს საქმეს. რაც შეეხება პარლამენტში შემოსვლას, ოპოზიცია აუცილებლად შემოვიდოდა, ეს მოსალოდნელი იყო. ზუსტად ამიტომ არ შევუჩერეთ მანდატები. დღეს ნიკა მელია ვერავის თამაშს ვერ თამაშობს, სამწუხაროდ ის მართლა დააჯერეს, შეუქმნეს ისეთი აურა, რომ ციხეში თუ შევიდოდა, გამოვიდოდა როგორც გმირი. თუმცა გმირობას ცოტა სხვა რამე სჭირდება… დღეს ნათელია ყველასთვის, რომ ის ციხეში ძალად შევიდა და ახლა ძალად არ გამოდის. მისი ერთადერთი მიზანი იყო დაედასტურებინა, რომ ამ სახელმწიფოში კანონი არ არსებობს, ცხადია მან ამ შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ მას ლიდერობის პრეტენზია ვეღარ ექნება და „ნაცმოძრაობას“ მოუწევს ახალი ლიდერის ძებნა“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები