ანზორ მელია შვილზე: თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა

ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა, – ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა, რითაც ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გირაოსთვის თანხის ჩარიცხვას გამოეხმაურა.

„ნიკას ციხეში ჯდომა უკვე მთელი ოპოზიციისთვის დამღუპველია, ნიკა უნდა იყოს გარეთ. ევროკავშირი კრიმინალებს და ქურდებს არ უხდის. ნიკამ აირჩია ეს გზა ეს იყო ღირსეული. თვითონ თანახმაა იმიტომ, რომ ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა“, – აცხადებს ანზორ მელია.

21 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის მამა აცხადებდა, რომ მზად იყო, ქონება გაეყიდა და ასე გადაეხადა შვილის გირაოს თანხა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 ათასი ლარი ჩარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები