გუბაზ სანიკიძე: ოპოზიცია რაღაცებს ვეღარ აფასებს, ამის უნარიც აღარ აქვს უკვე

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია რაღაცებს ვეღარ აფასებს ამის უნარიც აღარ აქვს უკვე, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ არჩევნებში დაშლილი გავიდა.

“1 წლის განმავლობაში შეცდომა შეცდომაზე დაუშვა ოპოზიციამ. ყველაზე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის შეცდომა იყო, რომ ოპოზიცია გავიდა დაშლილი არჩევნებში და საერთოდ ოპოზიცია დაკავებული იყო დაშლილობის, დაცალკევების და დანაწევრების აპოლოგიით და გვესმოდა ჩვენ, “ფერადი საქართველო”, – არ უნდა ამ ხალხს ეს ფერადი საქართველო, შავი და თეთრია, ხალხი უყურებს სხვანაირად ამას.

ის ბმა, რომელიც გაწყვეტილია დღეს ამომრჩეველსა და ოპოზიციას შორის ამის შედეგია იმიტომ, რომ გაუგებარს ლაპარაკობდა ოპოზიცია.

მე მომხრე ვარ ევროპული საპარლამენტო მრავალპარტიული სახელმწიფოსი. საპარლამენტო რესპუბლიკაც ვართ და მეც მხარს ვუჭერდი, მაგრამ გარკვეული ეჭვები მეპარება უკვე საპარლამენტო რესპუბლიკის უპირატესობებში ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, – დაქცეულში, მაგრამ როცა დაამარცხებ და გაუშვებ ამ ხელისუფლებას არჩევენებით, მერე შეიძლება ეს გააკეთო იმიტო, რომ დაშლილობა არ უყვარს ქართველ ხალხს”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე ტვ პირველის გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები