პრეზიდენტმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო არ გამოიყენა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე განაცხადა.

„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათი შეხვედრის მთავარი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იყო.

მანამდე პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ წევრების რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.

მოგვიანებით, შეხვედრას შეუერთდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე ოპოზიციასთან იმსჯელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები