რას ითვალისწინებს ურბანული მობილობის გეგმა, რომელზეც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მუშაობს

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის განვითარების ფონდსა და საერთაშორისო კომპანია Ramboll-თან თანამშრომლობის პირობებში მდგრადი, ურბანული მობილობის გეგმის შემუშავებაზე (SUMP – Sustainable Urban Mobility Plan) მუშაობს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნულ დოკუმენტს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და სხვადასხვა სახის სატრანსპორტო და ურბანული ხასიათის კვლევა ედება საფუძვლად.

მათივე თქმით, შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა გაწერილი იქნება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებზე, რომელსაც შემდგომი 20 წლის განმავლობაში ქალაქი თანმიმდევრულად განახორციელებს.

„დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტიზებული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება, რაც დედაქალაქის ქუჩებში საცობებისა და გამონაბოლქვით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს,“  – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები