კაკაბაძეების N41-ში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

მთაწმინდის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ძმ. კაკაბაძეების ქუჩის N41-ში მიმდინარეობს.

რაიონის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშო ატრაქ ციონები, დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა ბილიკები, განათების ქსელი. ასევე, დამონტადება ტრენაჟორები და უსაფრთხოების მოაჯირები. სკვერში განთავსდება საპარკე ინვენტარი.

მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

„ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე, შესრულდება გამწვანების სამუშაოები. მოსასვენებელი სივრცე ტურისტულ ბილიკთან ახლოს არის, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახელობისთვის თუ ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ მიმდინარე წელსაც აქტიურად განვაგრძობთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 218 900 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები