ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა – მოძრაობა ორმხრივადაა აღდგენილი

თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპის ქუჩაზე ხიდის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც მერმა ვიდეოჩართვაში განაცხადა, ეს ევროპის ქუჩის ერთადერთი მონაკვეთი იყო, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს ვერ მოხერხდა.

„გასულ წელს განვახორციელეთ ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია და ერთადერთი მონაკვეთი იყო დარჩენილი – ეს კონკრეტული ხიდი, რომლის ქვემოთაც გადის რკინიგზის მაგისტრალი. ეს ხიდი იყო ამორტიზებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში და შარშან ვერ მოვახერხეთ მისი რეაბილიტაცია. შესაბამისად, წელს, რკინიგზასთან შეთანხმებით, მოხდა ამ ხიდის სრულიად განახლება. დღეს სამუშაოები დამთავრებულია და მოძრაობა ორმხრივადაა აღდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მხოლოდ ხიდის ქვემოთ არსებული კედლების გამაგრების სამუშაოები, რაც 1 თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები