თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ირმის რქისა და წითელი ნეკერჩხლის ხე-მცენარეები დარგეს

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ჩუბინაშვილის ქუჩაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან, ასევე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად საგაზაფხულო რგვებში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ მისამართზე ირმის რქისა და წითელი ნეკერჩხლის ხე-მცენარეები დაირგო.

პროექტის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები