ნაძალადევის რაიონში, 5 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟეს

ნაძალადევის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. სავარჯიშო ტრენაჟორები შემდეგ 5 მისამართზე დამონტაჟდა:

  • კიშინიოვის N24-ის მიმდებარედ არსებულ ახალ სკვერში;
  • სამღერეთის N5-ის მიმდებარედ არსებულ რეაბილიტირებულ სკვერში;
  • ზღვისუბნის მე-4 მ.რ-ს N5 კორპუსთან არსებულ რეაბილიტირებულ სკვერში;
  • ზღვისუბნის მე-11 მ.რ-ს პირველი კვარტლის N3 კორპუსთან არსებულ ახალ სკვერში;
  • გურამიშვილის გამზირის N12ა-ს მე-5 კორპუსთან.

გამგეობის ინფორმაციით, თითოეულ ფიტნეს ზონაში კაუჩუკის საფარი მოეწყო და 8 სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ ლოკაციებზე შესრულებული სამუშაობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 135 546 ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები