რა ღონისძიებები გატარდა მეწყერსაშიშ ფერდზე და როგორია შედეგი – ირაკლი ბენდელიანის კომენტარი

“მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები  გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, – ამის შესახებ თბილსის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა  მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად  საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე მონიტორინგის შედეგად, რისკები შემცირებულია.

„სამუშაოები, რაც ბოლო კვირებში განხორციელდა, ისაა, რომ დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყრის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა და მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე, მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობა შეიქმნა, გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ის იყო, რომ დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ არსებული ვითარება. ის, რომ რისკები დღეს უფრო მეტადა შემცირებულია, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, მონიტორინგისა და დაკვირვების შედეგია“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, სამუშაოები ორადაა გაყოფილი. პირველია გადაუდებელი აუცილებლობის, ხოლო  მეორე  ემსახურება სტაბილიზაციასა და მეტ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

მისივე თქმით,  უკვე დაიგეგმა მეორე ეტაპის სამუშოებიც, რისთვისაც დეტალური ექსპერტული პროექტია საჭირო.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ის მზად უახლოეს პერიოდში იქნება და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება გამაგრების სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები