„ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო“ – გერმანელი ექსპერტი მეწყრულ პროცესებზე

შპს სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს წარმომადგენლის,  პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე, მეწყრულ ზონაში გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუცილებელია, რომ ეს ყველამ გაითავისოს.

„ჩვენ, პირველ ყოვლისა, მივიღეთ გადაუდებელი ზომები. უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი მოვლენა არის  დინამიკური და  ცოცხალი ორგანიზმის მქონე. აუცილებელია სწრაფი ზომების მიღება. არ არის გათვლებისა  და გეგმების დასახვისთვის საკმარისი დრო. ჩვენ  მივიღეთ გადაწყვეტილება, განგვეხორციელებინა  სხვადასხვა ღონისძიების კომბინაცია, მათ შორის, მასების ნაწილის ამოღება-მოხსნა, ჩატარდა  გარკვეული, გამაგრებისა და  გაბურღვის სამუშაოები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ უკანასკნელის თაობაზე გამართული  დისკუსია  იყო უადგილო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაპრალების ამოვსება, რომ  იქ არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს პროცესი. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები