სამგორის რაიონში სპორტული მოედნები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობას რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. კიდევ ერთი სპორტული მოედანი ქინძმარაულის ქუჩაზე მალე გაიხსნება; მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

ქინძმარაულის ქ. N45-ის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი ეწყობა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოეწყობა და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. სპორტულ მოედანთან მაყურებელთა გარე განათების სისტემა დამონტაჟდება.

პროექტის ღირებულება 56 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ახორციელებს.

მიმდინარე წელს სამგორის რაიონის გამგეობამ 11 სპორტული მოედანი მოაწყო, 6 მისამართზე კი ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები