ლაპიაშვილის N1ა-ში და გ. ტაბიძის N23-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ლაპიაშვილის N1ა-ში და გ. ტაბიძის N23-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.

აღნიშნულ სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 26 441 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები