გორგასლის შესახვევში, N2-ის მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობენ

კრწანისის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება. მათგან ერთი გორგასლის შესახვევი, კორპუსი N2-ის მიმდებარედ მდებარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ქსელი მოეწყობა. ტერიტორია მთლიანი ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრება. სკვერი გამწვანდება, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება. დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები. ასევე, დეკორატიული ფილები დაიგება. ადგილზე სკვერისათვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი დაიდგმება .
2020 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში 10 ახალი სკვერი გაკეთდა. ბოლო წლების განმავლობაში, ჯამში, კრწანისში 4 ჰექტრამდე ფართობის სივრცე კეთილმოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები