26 მაისის მოედანზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებს ამწვანებენ

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 26 მაისის მოედანზე ახალი გზაგამყოფი კუნძულების მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.

ახალ გზაგამყოფ კუნძლებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვადრატული მეტრია, სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი დაირგვება. სამუშაოების მიმდინარეობას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – პაატა ტოგონიძე ადგილზე გაეცნო.

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე უკვე დარგულია 1433 ძირი ბალახოვანი მცენარე, 40 ძირი ლოროპეტალუმი, 7 ძირი ირმის რქა, 12 ძირი ამბრის ხე, 20 ძირი წყავი.

ამასთან, სარწყავი სისტემის მოწყობისა და ნოყიერი მიწის ნაზავის შეტანის სამუშაოები უკვე განხორციელდა. ასევე, დაგეგმილია ბალახის ჰიდრო თესვის პრინციპით დათესვაც.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები კიდევ გაგრძელდება, რომელსაც თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები