დიდუბის ქუჩის N12-ში შენობას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა

ბინათმესაკუთრეთა ახანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბის ქუჩის N12-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები განახორციელა. პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა შეიცვალა. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 98 187 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – „აილამა“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები