წერეთლის გამზირის N55-ში მოსასვენებელ სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარეს

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია წერეთლის გამზირის N55-ში არსებული სივრცის რეაბილიტაცია.

სამუშაოების შედეგად, არსებული დაზიანებული ფილები და საპარკე ინვენტარი შეიცვალა. ასევე, მოეწყო საჩრდილობელი. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრა და ირგვლივ ხე-მცენარეები დაირგო. მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციისთვის 13 193 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები