ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყობა

ისნის რაიონის გამგეობა ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელ, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელს მოაწყობს.

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელთან, თამაზ შილაკაძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის ესკიზები გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობას შესთვაზეს, საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა რ.გვენცაძის, პაპიაშვილის, ბუშის ქუჩის, გუჯარეთის 1-2 და მელანიის 1-2-3-4 შესახვევების მაცხოვრებლების დიდი ხნის სურვილი იყო, ასევე, დღესასწაულების დროს პეტრე – პავლეს სასაფლაოსა და ეკლესიაში მიმავალი მოქალაქეებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილება, რადგან ლიანდაგებზე გადასვლა ხშირად სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.

პირველ ეტაპზე მიწისქვეშა გადასასვლელის საპროექტო სამუშაოები განხორცილდა.

მიწისქვეშა გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყება, ასევე, პროექტის მიხედვით გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა პარკინგი, დასასვენებელი სივრცე და შშმ პირთათვის პანდუსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები