დიდუბის რაიონის გამგეობამ რამდენიმე მისამართზე სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარა

დიდუბის რაიონის გამგეობა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

სხვადასხვა პროექტთან ერთად, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსსა და აბასთუმნის ქუჩის N8-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების დაზიანებული ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 19 298 ლარი დაიხარჯა.

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 14 ამხანაგობას დაზიანებული სახურავის პრობლემა მოუგვარა. შეიცვალა 3 ბრტყელი და 11-ქანობიანი სახურავი. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 114 770 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები