დიდ ლილოში, გოგებაშვილის N16-ის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიან მოედანს აწყობენ

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობას რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. კიდევ ერთი სპორტული მოედანი სოფელ დიდ ლილოში მალე გაიხსნება; მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

დიდ ლილოში, გოგებაშვილის N16-ის მიმდებარედ 450 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ეწყობა. ასევე, პროექტის ფარგლებში გრუნტის დამჭერი კედელიც ეწყობა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოეწყობა და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. სპორტულ მოედანთან მაყურებელთა ტრიბუნა და გარე განათების სისტემა დამონტაჟდება.

პროექტის ღირებულება 70 622 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ახორციელებს.

მიმდინარე წელს სამგორის რაიონის გამგეობამ 11 სპორტული მოედანი მოაწყო, 6 მისამართზე კი ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები