თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრის გახსნას დაესწრო. ასოციაციას, საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 კვადრატული მეტრი სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ ორწლიანი უზუფრუქტის  ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო. სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 32156 ლარი შეადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მსგავსი ტიპის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებსა და მათ მშობლებზე. აქ იმოქმედებს ,,ცხელი ხაზი,, და იქნება საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ადრეული ასაკიდან ჩართვისკენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ცენტრი აერთიანებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებას, ოჯახების ინფორმირებასა და გაძლიერებას, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას, სპეციალისტების პროფესიულ ზრდასქ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ამჟამად, ორგანიზაცია აერთიანებს 600-მდე, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ოჯახს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, 300-მდე ოჯახს თბილისის მუნიციპალიტეტში.

ღონისძიებას მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები – ირაკლი გვილავა და გელა ჩივიაშვილი, ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ბირბიჩაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები