გორგასლის 111-ში ასფალტის საფარი მოაწესრიგეს

კრწანისის რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კრწანისის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, საგზაო სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე პარალელურად ახორციელებს.

გორგასლის 111-ში, კორპუსი N6-ის მიმდებარედ, ეზოში ასფალტის საფარი მოწესრიგდა და კიბეები რეაბილიტირდა. ასევე, მოეწყო ბორდიური.

ამ ეტაპზე, მსგავსი სამუშაოები შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამურად, 41 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის საფარი 60 მისამართზე შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები