თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. ქუჩის ინკლუზიურობის მისაღწევად, საჭირო პარამეტრების გათვალისწინებით, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე წარმატებით დაიხაზა საგზაო მონაკვეთი, მოეწყო ფეხით მოსიარულე პირებისთვის განკუთვნილი, შუქნიშნით კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელები და ველობილიკები გამოიყო;

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებით, სამუშაოების მიზანია, ქალაქში ერთიანი, გამართული სატრანსპორტო ქსელი შეიქმნას.

„ქუჩაში გადაადგილება, საგზაო მოძრაობის ყველა წევრისთვის – მათ შორის, ფეხით მოსიარულე, როგორც მცირეწლოვანი თუ ასაკოვანი, ასევე შშმ პირებისთვის, ველოსიპედით თუ საზგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მსურველთათვის თანაბრად მოსახერხებელი და უსაფრთხო იყოს.

სატრანსპორტო იერარქიაც, პირველყოვლისა, ფეხით მოსიარულე პირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, უმოტორო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მსურველთა უსაფრთხო, შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.“ – აღნიშნულია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაში,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები