ტერევერკოს ქუჩის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში ასფალტის მოწესრიგება დაასრულა.
2240 კვ.მ ფართობზე ასფალტის 2 ფენა დაიგო, მოწესრიგდა ბორდიური და ტროტუარი. აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ 180 გრძ/მ სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები მოაწყო, რომლის არარსებობა მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გამწვანების ზოლები მოეწყო და სხვადასხვა სახის ხე-მცენარის დარგვა მიმდინარეობს.
ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – „ბი ემ სი“ აწარმოა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები