გოგა ჩანადირი: ეს ჩემი პირადი გორიალაა, ყოველთვიურად, საშუალოდ, 400 ლარს ვზოგავდი

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში საკუთარი ელექტრო თვითმგორავის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას ურჩევს, აქტიურად გამოიყენონ მსგავსი სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებისთვის. ფოტოგრაფის განმარტებით, მისი გამოყენება ფინანსურად მომგებიანია, თანაც, გარემოს არავითარი ზიანი არ ადგება.

„ეს ჩემი პირადი გორიალაა.

შარშან სიურპრიზად გადმომცეს საქართველოს ალიანსმა საგზაო უსაფრთხოებისთვის და გაერო-მ.

ზუსტად 1 წელია, გორიალას აქტიურად ვიყენებ. გავიარე, დაახლოებით, 6 ათასი კილომეტრი. დღეში, საშუალოდ, 17 კმ.

ყოველთვიურად, საშუალოდ, 400 ლარს ვზოგავდი იმის გამო, რომ აღარ ვიყენებდი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსს.

სახლის პირობებში ვტენიდი და თვეში დენისთვის მეხარჯებოდა 2-3₾, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ფინანსური შეღავათი მივიღე.

ეს გორიალა „სიაომი პროა“ და მისი ფასი 1750-2000 ლარის ფარგლებშია. ასე რომ, 5-6 თვეში ამოიღებ იმ თანხას, რაც ტრანსპორტში უნდა დაგეხარჯა.

კიდევ ერთი სიკეთე ის არის, რომ გამონაბოლქვით არ წამლავ ადამიანებსა და გარემოს.

ისიც სიკეთეა, რომ საცობებში არ ხვდები და, ამასთან, უმოკლესი გზებით ფარავ მანძილს.

მოკლედ, გორიალებზე თუ გადახვალთ, ძალიან არგებთ საკუთარ ბიუჯეტსაც და ბუნებასაც.

ამასობაში, ჩვენი ქალაქების ინფრასტრუქტურა სრულიად მოერგება ამ ახალ ტრანსპორტს.

გორიალას არ ვურჩევ 16 წლამდელებს. სასურველია, იქონიოთ ჩაფხუტი და ღამის მოძრაობისთვის ამრეკლი ჟილეტი ან მიაკრათ წებოვანა”, – წერს ჩანადირი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები