კუს ტბისა და მთაწმინდის ფერდობის დამაკავშირებელი ბილიკის მოწყობა დასრულდა

კუს ტბისა და მთაწმინდის ფერდობის დამაკავშირებელი ბილიკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ – ის თანადგომით, კუს ტბისა და მთაწმინდის ფერდობის დამაკავშირებელი, 6,8-კილომეტრიანი სალაშქრო ბილიკის მოწყობის სამუშაოები განახორციელა.

აღნიშნული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო და სარეკრეაციო ბილიკის განვითარებაა, რომელიც უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემური სერვისების განვითარებასა და მისი მნიშვნელობის გამოკვეთას. ასევე, ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ხელშეწყობას, რომელშიც საგანმანათლებლო დაწესებულებებიც ჩაერთვება.

პროექტის ფარგლებში, ბილიკის მიმდებარედ საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილები, ეკო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო და საინტერპრეტაციო დაფები, სპეციალური საკემპინგე (საკარვე) ადგილები და გადასახედი პლატფორმა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები