თბილისში, სხვადასხვა მისამართზე ხეები და ბუჩქები შეწამლეს

მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.

სამსახურმა სხვადასხვა მისამართზე, ჯამურად, 6 270 ბუჩქი და 12 119 ძირი ხე განმეორებით შეიწამლა, ხოლო რეაბილიტაციის შემდეგ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პირველად განახორციელა შეწამვლის სამუშაოები, კერძოდ, შეწამლა 1 070 ხე და 3 507 ბუჩქი.

აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს.

მწვანე ნარგავის წამლობა შემდეგ მისამართებზე განხორციელდა:

  • ვერის ბაღი
  • 9 აპრილის ბაღი
  • მუშტაიდის პარკი
  • რიყის პარკი
  • მზიურის პარკი
  • ბაგები-წყნეთის გზატკეცილი
  • ზღვის უბნის დასახლება კვ. 10 ბ, კორპ 1-ის მიმდებარედ
  • ვაშლიჯვრის მე-5 ზონა, მე-5 კორპუსის მიმდებარედ
  • ვარკეთილი 3, კორპუსი 407-ის მიმდებარედ არსებული სკვერი
  • აბზიანიძის და ახვლედიანის ქუჩებს შორის არსებული სკვერი, ორხევის დასახლება
  • სამღერეთის ქუჩა #3 (სანერგე)
  • თბილისის ზღვაზე სანატორიუმ “ქართლის” მიმდებარედ არსებული სანერგე
  • ლ. მარუაშილის ქ. #50 (ზ. ავალიანის ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორია)
  • მინდელი ქ. 9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
  • ფანასკერტელის ქ #11, #162 საჯარო სკოლისა და ბაღის ტერიტორია
  • გლდანი მე-3 მ/რ, კორპ 3-ის მიმდებარე ტერიტორია
  • ქვემო ფონიჭალის დასაწყისი, პარკი და მიმდებარე ტერიტორია
  • აეროპორტის დასახლება, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები გაგრძელდება და მთელს ქალაქს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები