დიღმის მასივში, რამდენიმე კორპუსთან ხეები დარგეს

დიდუბის რაიონის გამგეობა საშემოდგომო გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს. გამწვანების ფარგლებში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-9 და მე-10 კორპუსებთან, ასევე, მესამე კვარტლის მე-11 კორპუსთან 63 ძირი ფოთლოვანი ხე-მცენარე დარგეს, მათ შორის: ირმის რქა, ამბრის ხე, წითელი ნეკერჩხალი, მუხა და კავკასიური ნეკერჩხალი. აღნიშნული ხეების რგვასა და მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეაპეიზაჟგეორგია“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 32 090 ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები