ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

სამუშაოების შედეგად, ჯამში, 3 781 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ერისთავისა და გვარამაძეს ქუჩებზე, სადაც რთული მდგომარეობა იყო და ამ დრომდე არ არსებობდა ასფალტის საფარი. პირველ ეტაპზე, კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოაწესრიგა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ახლა კი, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.
საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 296 299 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები