წერეთლის გამზირის N60-ში მოსასვენებელ სივრცეს აწყობენ

დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N60-ში მოსასვენებელ სივრცეს აწყობს.

პროექტის მიხედვით, 400 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ხორციელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი და კაუჩუკის დასხმის სამუშაოები, ასევე, ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

სივრცეში უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები და ბორდიური, მოსახლეობის მოთხოვნით, დაიდგა საჩრდილობელი.

პროექტის ღირებულება 68 724 ლარს შეადგენს. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟრიტარ დეპუტატთან, ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები