მეუფე იობი: საგანგებო მდგომარეობა მასონური გადაწყვეტილებაა, Covid 19 ჩვეულებრივი ვირუსია, ხელოვნურადაა თავსმოხვეული ფსიქოზი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება მასონური გადაწყვეტილებაა.

ამის შესახებ მან დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა. მეუფე იობის თქმით, კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია და არანაირი საშიშროება არ არსებობს.
„პატრიარქის ლოცვა-კურთხევა უნდა იყოს მორწმუნეთათვის მთავარი და არა – ურწმუნო ხელისუფლებისა და ექიმების მოწოდება.
ჩვენ ღმერთს ვესავთ, როგორც ვესავთ, ისეთივე წყალობა გვექნება უფლისაგან. სასოება ეს არის იმედი, რწმენა. თუ ჩვენ რწმენით მივალთ, ჩვენზე არანაირი განსაცდელი არ იქნება.

აღდგომას როგორც მენელსაცხებლე დედებმა გაიხარეს უფლის ბრწყინვალე აღდგომა მკვდრეთით, ისე სიხარული ჩვენზე გადმოვა, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაესწრება.

ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო, საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით. თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცებულები არიან გარდაცვლილები, როცა უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს, მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ.
ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არაა, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კაცობრიობის კონტროლი, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობების შემოღება“, – აცხადებს მეუფე იობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები