ალექსანდრე ლუკაშენკო: კორონავირუსის გამო საზღვრების ჩაკეტვას აზრი არ აქვს

0

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო თვლის, რომ რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, საზღვრების ჩაკეტვას აზრი არ აქვს.

ამის შესახებ მან ქვეყნის პროფკავშირთა ფედერაციის სხდომაზე განაცხადა.

ბელარუსში კოროანვირუსის ერთი შემთხვევის გამოვლენის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ვირუსი ირანელ სტუდენტს აღმოაჩნდა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საზღვრების ჩაკეტვას აზრი არ აქვს, რადგან აღნიშნული ზომა, უკანონო მიგრაციას გაზრდის, რაც დაავადების გავრცელებას უკონტროლოს გახდის.

 

კომენტარები

კომენტარი