ბათუმელი გოგონასა და დელფინის მეგობრობის ამბავი, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს

28 წლის ბათუმელი ანა ჩულკოვას მიერ სოციალურ ქსელში დადებული ვიდეორგოლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდა მწვრთნელმა მის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო “ტიკ-ტოკსა” და “ინსტაგრამზე” განათავსა და 70 მილიონმა ადამიანმა ნახა. დელფინებისა და სელაპების მწვრთნელი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მნახველების რაოდენობა იზრდება. მას სხვადასხვა ქვეყნიდან პირად შეტყობინებებსაც უგზავნიან. ადამიანებთან მიმართებაში დელფინების დამოკიდებულებაზე, აინტერესებთ მათი ყოველდღიურობა და ახალგაზრდა მწვრთნელს სოციალურ ქსელში ახალი ვიდეორგოლების განთავსებასაც სთხოვენ.
“არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. რაც ეს ვიდეორგოლი დავდე უამრავი გამომწერი მყავს. კიდე მსგავსი ტიპის ვიდეოების ჩაწერასაც ვაპირებ. თემატიკა იგივე იქნება. ყოველთვის ვიღებდი ვიდეოებს, თუმცა იშვიათად რომ მეფიქრა სადმე განმეთავსებინა. მინდა ყველას ვაჩვენო როგორი ჭკვიანები არიან, თავს როგორ გრძნობენ ადამიანებთან, როგორი მეგობრობა შეუძლიათ. მათ უფრო დიდი შესაძლებლობები აქვთ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, -ამბობს ანა ჩულკოვა
28 წლის ანა ჩულკოვა ბათუმის დელფინარიუმში მწვრთელად მუშაობს. იგი 10 წელია რაც ამ სფეროთია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები