გია ვოლსკი: არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ ცხოვრებას

0

დესტურციული ძალაა და დესტრუქციულად უნდა იმოქმედონ, ასეთია ოპოზიციის დღის წესრიგი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ნეგატიურია ასეთი განცხადებები. არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ ცხოვრებას. გასაგებია, დესტრუქციული ძალაა, დესტრუქციულად უნდა იმოქმედონ. ასეთი აქვთ მათ დღის წესრიგი. რასაკვირველია ამაში შესწორებას ვერ შევიტან და მითუმეტეს გაკვირვებასაც ვერ გამოვხატავთ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი