სპეციალური პენიტენციური სამსახური 20 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

სპეციალური პენიტენციური სამსახური 20 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, თამლიანმა ესკორტის ოფიცრებთან ერთად საკანი დატოვა და მშობლის საფლავზე იმყოფებოდა.

“პოლიტიკური სპეკულაციებისა და ფაქტების შესაძლო დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 24 იანვარს, 12:15 საათზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე პატიმრობაში მყოფი ბრალდებული ბესარიონ თამლიანი ესკორტის ოფიცერთა მიერ გაყვანილ იქნა N8 დაწესებულებიდან ოჯახის შუამდგომლობის საფუძველზე, მშობლის საფლავზე.

ბრალდებული საკანში დაბრუნდა 15:00 საათზე,”- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი