ირაკლი ბენდელიანი: პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება საპროტესტო ზონასთან არანაირ კავშირში არ არის

0

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება საპროტესტო ზონასთან არანაირ კავშირში არ არის.

მისი თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია მისი მოწესრიგება.

“ეს არანაირად კავშირში არ არის საპროტესტო ზონასთან და არეალთან. ჩვეულებრივად არის ქალაქისთვის ცენტრალური ადგილი. არის განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის შენობა და აუცილებელია, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია იყოს მოწესრიგებული, დამატებით იქ არის გასაკეთებელი მემორიალი, შადრევნები, გამწვანება და ა.შ. ამასაც ბუნებრივია, გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ეს სამუშაოები ერთ წელზე გაცილებით ადრე მორჩება”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი პარლამენტის შენობასთან რკინის ჯებირების დადგმას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი