ელიზაბეთ რუდი: როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელმა მინდა ავღნიშნო დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია

0

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ელიზაბეთ რუდი აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილს გამოეხმაურა.

ელიზაბეთ რუდის თქმით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.

“კონგრესი წარმოადგენს ამერიკის ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს. შესაბამისად, მე გირჩევდით, რომ დეტალური კომენტარისთვის მათ მიმართოთ. მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელმა მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ახლა საქართველოს დემოკრატიის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატების ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, რაც მმართველი გუნდისათვის და ოპოზიციისათვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და მიიღონ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საუკეთესო მოდელი”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინიმ საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი