“მთავარის” ჟურნალისტი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის ოჯახს პოლიციაში უჩივის

ტელეკომპანია “მთავარის” სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს კორესპონდენტი ემა გოგოხია ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ზუგდიდის პოლიციაში უჩივის.

მან პოლიციაში საჩივარი ცოტა ხნის წინ შეიტანა.

გოგოხიას განცხადებით, იმ დროს, როცა ის პროფესიულ უფლებამოსილებას ახორციელებდა,  მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაკავებული ბერის ახლობლები ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

ემა გოგოხია გამოძიებას და საქმის სამართლებრივ მსვლელობას ითხოვს.
როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 151-ე უქარისა და 154-ე ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს გიგა ქავთარაძეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს მიუსაჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები