ნატა თოდუა: “ნაციონალური მოძრაობა” ცრუობს, არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

0

“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

ნატა თოდუა ამბობს, რომ მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში არასდროს უმუშავია და არც მომავალში გეგმავს იქ დასაქმებას. რაც შეეხება მის ამჟამინდელ საქმიანობს, თოდუას თქმით, ის დიასახლისია.

“მერიაში დასაქმეული არ ვყოფილვარ, არ ვარ და არც მომავალში ვაპირებ იქ მუშოაბას. რაც შეეხება იმას, რომ ვიყავი კომისიის თავმჯდომარე ძალიან დიდი ხნის წინათ, ეს არ მიშლის ხელს ჩემს აქტივობებსა და საკუთარი აზრის გამოხატვაში. კომისიის თავმჯდომარეს აზრის გამოხატვა და აგიტაცია საარჩვენო უბანზე ეკრძალება”, – განაცხადა ნატა თოდუამ.

მისივე თქმით, ზუგდიდში გამართულ აქციაზე ის არავის დაუბარებია, შემთხვევის ადგილზე მის ქალაქში მიმდინარე მოვლენებისადმი ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა, ხოლო ადგილზე მიმდინარე დაძაბულობისას სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა:

“რაც შეეხება იმას, რომ მე იქ ვინმეს დავალებით მივედი, ეს სრული აბსურდია. ბუნებრივია, როცა შენს ქალაქში რამე ხდება, დაინტერსდები და მიხვალ. იმ არეულობაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, რაც შეეხება იმას რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფანჯარა იყო ჩამტვრეული, ჩვენი იქ ყოფნისასა არ მომხდარა ეგ ფაქტი, არეულობა გამოიწვია “ნაციონალური პარტიის” წარმომადგენლების მიერ, უცხოვრებელი ბინებიდან ქაღალდის ნარჩენებისა და ნამსხვრევების გადმოყრამ. ამის შემდეგ დაიწყო არეულობა. ხოლო სიტუაცია მათ მიერ გამოგზავნილმა ხანში შესულმა ქალმა და მისმა საქციელმა დაძაბა. კონკრეტულად ქოლგის ქნევამ და უწმაწურმა სიტყვებმა. იქ ბევრი ჟურნალისტი იყო და ყველა შეემჩნევდა, რომ მე სიტუაციის განეიტრალებას ვცდილობდი”, – აცხადებს ნატა თოდუა.

კომენტარები

კომენტარი