თბილისის საერაშორისო კინოფესტივალის დასკვნით დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ საპროტესტო აქცია იგეგმება

0

ხვალ, 8 დეკემბერს, თბილისის საერაშორისო კინოფესტივალის დასკვნით დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და ახალგაზრდული ცენტრ „ზნეობის“ წარმომადგენელი დავით ლორთქიფანიძე არიან. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ განუცხადეს.

მათი განცხადებით, კინოფესტივალი ბინძური და სამარცხვინოა.

„8 დეკემბერს, თბილისის საერაშორისო კინოფესტივალის ბოლო დღეს დაგეგმილია 3 ლგბტ ფილმის ჩვენება. კინოფესტივალი იხურება ქართული ლესბოსური, უპირობო სიბილწის გამომხატველი ფილმით, საღამოს 21:00 საათზე.

კინოჩვენებების პერიოდში გაიმართება ანტილგბტ პერმანენტული აქცია კინო „ამირანთან“, 15:30 საათიდან ღამის 11:30 საათამდე“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი