არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

0

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოსა და არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
​მოსამართლემ განჩინების გამოცხადებისას დახურული სხდომა გახსნა.
წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა.
​შეგახსენებთ, არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ ბავშვების მშობლები და პედაგოგი ორი დღის წინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი