ბათუმის საზღვაო აკადემიასთან გიორგი გახარიას საპროტესტო აქციით დახვდნენ

0

“მე მაინც ვხედავ” – აღნიშნული ლოზუნგით დახვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, როდესაც ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, საზღვაო აკადემიის შენობას ტოვებდა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციის კორდონი გაარღვია და გიორგი გახარიასთან მიახლოება სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ შეკრებილებს აქციის მშვიდობიანად ჩატარებისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პრემიერთან დალაპარაკება სურდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა. ის სტუდენტებს შეხვდა და სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი