დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

0

​დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში “დაავადებათა კონტროლის ცენტრი” და “შიდსის ასოციაცია” ერთობლივ შეხვედრას მართავენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, შიდსის დადგენა გამარტივდა და ამ კუთხით პროგრესი თვალსაჩინოა.

“საქართველოში უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე შეიქმნა განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობები შიდსის პასუხისთვის, რასაც ხელი შეუწყო c-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ და პროგრესი არის თვალსაჩინო,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

1 დეკემბერს მსოფლიოში არაერთი ღონისძიება იმართება იმისათვის, რომ საზოგადოებას ვირუსზე, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 40 მილიონი კი დაინფიცირდა მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი