წეროვანის, წილკნისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში ინსფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვანის, წილკნისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა და ეზო კეთილმოეწყო. უახლოეს პერიოდში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

წეროვანის დევნილთა დასახლებაში კეთილმოეწყო მინისტადიონი. საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე არხები კეთდება. ასევე, სკვერში ღია სცენა მოეწყობა.

წილკანის დევნილთა დასახლებაში სკვერი და სპორტული მოედანი გაკეთდება. დასახლებაში მრავალფუნქციური დარბაზიც შენდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები