ხელისუფლების წარმომადგენლები ნალეფსაოს, ინჩხურის, გაჭედილის და სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში, “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში ნალეფსაოს, ინჩხურის, გაჭედილის და სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.

ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. მოისმინეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად გაზიფიცირება, წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი