გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, მწერალთა სახლში, წარმოშობით გორელი, ისრაელში მოღვაწე პოეტის, ნუგზარ ჯანაშვილის წიგნის – „ოცი წლის შემდეგ“ წარდგენა გაიმართა.
საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოეტის მეგობრები, კოლეგები, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, რომელთაც წიგნის ავტორს აკაკი წერეთლის პრემია გადასცეს.