ბათუმის მთავრობის სახლის წინ შეკრებილი აქტივისტები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

0

ბათუმში 15 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესის პარალელურად, მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
,,სასამართლო პროცესზე ვიმყოფებოდი, დრო იხელთა და შევიდა მთავარი შესასვლელიდან, ტერიტორიაზე ფაქტობრივად არავინ იმყოფებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვთხოვდით პასუხს, იმ კითხვებზე გაეცა პასუხი, რაზეც ეს დღეებია მასთან შეხვედრას ვითხოვთ – გვაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეთანხმება თუ არა. პასუხი გაგვცეს იმ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, გვითხრას ეშინია თუ არა პროპორციული არჩევნების, თუ უბრალოდ, ივანიშვილს ვერ ეწინააღმდეგება. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ხალხის ფული ჩაიდონ ჯიბეში. აქ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციების გამართვას”, –  ამბობს “ალტერნატივას” წევრი ხათუნა ბერიძე.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს ბათუმის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი დააკავეს. მათ გამოძიება სახელმწიფო სტრუქტურის პიკეტირებას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი