დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილმა საშუალება არ მოგვცა, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი დაგვეყენებინა

0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობდნენ, წევრებს სარეიტინგო კენჭისყრაზე ამ საკითხის დაყენების საშუალება არ მისცა.

მისივე თქმით, შეხვედრა “ცხელი” გამოვიდა.

„ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. მინდა, გითხრათ, ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ საუბარია, როგორ უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ – ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, მთავრობა, თუ რყევადი, არაძლიერი, სუსტი ხელისუფლება.
​მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი. მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ, მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, ამის დათვლა მოხდება პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს უმრავლესობის დატოვებას და აგრძელებს ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი