კარლო კოპალიანი – ბატონო ბარამიძევ, თქვენი ადგილი არის ციხეში ზუსტად ერთ-ერთი ამ დანაშაულისათვის, რასაც ჰქვია ფარული კადრების გადაღების შეკვეთა

0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელს აფათურებენ სხვის პირად ცხოვრებაში, უნდა დაისაჯონ. მან აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ გია ბარამიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპელირებენ ასეთ თემებზე და ამბობენ, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს შეუკვეთა და არა ვინც ეს გადაიღო.

დეპუტატის განცხადებით, სწორედ ციხეშია იმ ადამიანების ადგილი, ვინც რამდენიმე ათობით ათასი ფაილი შექმნა და ცხრა წლის განმავლობაში ამით ატერორებდა ხალხს.
-„გეთანხმები, ბატონო ბარამიძე, თქვენი ადგილი არის ციხეში ზუსტად ერთ-ერთი ამ დანაშაულისათვის, რასაც ჰქვია ფარული კადრების გადაღების შეკვეთა.

ძალიან კარგად ვიცით მათი ფეიკნიუსები როგორ იპყრობს დღევანდელ პრესას და იგივეა აქაც, აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ვიღაცამ შემთხვევით გაავრცელა. იმიტომ არსებობს საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო, რომ იმათმა გაარჩიონ მტყუან-მართალი და თუ მართლა რაღაცა კადრი გააზიარა ვიღაცამ იმას არ დასჯიან ნამდვილად, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან ერთი გუნდის, ერთი შემადგენლობის, რა თქმა უნდა დასასჯელია, იმიტომ, რომ არავის არა აქვს უფლება, ადამიანის პირად ცხოვრებაში აფათუროს ხელი“, – განაცხადა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი