ბათუმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის პრემიერა და საპროტესტო აქცია კინოთეატრ “აპოლოსთან” ერთდროულად დასრულდა

0

ბათუმში კინოთეატრ “აპოლოში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დასრულდა. მაყურებელმა სამართალდამცველების მიერ სპეციალურად გაკეთებული კორდონის საშუალებით დატოვეს კინოთეატრი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მაყურებელი სხვადასხვა სახის შეძახილებით გააცილეს.
ამ წუთებში კინოთეატრ “აპოლოს” წინ აქციის მონაწილეები “მამაო ჩვენოს” კითხულობენ. მათი განცხადებით, აქცია დღეს დასრულდა და ხვალ 21:00 საათზე კვლავ განახლდება.

შეგახსენებთ, რომ “აპოლოსთან” საპროტესტო აქცია 20:00 საათზე დაიწყო, სადაც მონაწილეები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების შეწყვეტას და მის საერთოდ აკრძალვას მოითხოვენ. ამასთან, აქციის დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ფილმის სეანსზე მისულ მაყურებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. აქციის მიმდინარეობისას არაერთხელ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც.

ცნობისთვის, ამავე მოტივით აქცია თბილისსა და ბათუმში 8 ნოემბერს, გუშინ, პრემიერის პირველ დღესაც გაიმართა.  ბათუმში გამართულ აქციაზე, გუშინ სამართალდამცველებმა აქციის 3 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი